კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით პოზიცია
არ შეუცვლია. აღნიშნული განცხადება „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას კოალიციის
ერთ-ერთმა წევრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.
მისი თქმით, სამებაში, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისზე
მისვლა არ ნიშნავს, რომ ბურჯანაძე კოალიციის წევრი უნდა გახდეს.
„ნაადრევი დასკვნები გამოგაქვთ, ქალბატონ ბურჯანაძესთან მიმართებაში
ჩვენი პოზიცია ცნობილია. სამებაში, დაღუპული მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად
მივედით“,- განაცხადა ხიდაშელმა.
„ინტერნეტ.ჯი“-ს კითხვაზე, მიიღებს თუ არა ხვალ დაგეგმილ აქციში
მონაწილეობას „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი, ხიდაშელი ამბობს, რომ 27 მაისის
აქციაში ყველას შეუძლია მონაწილეობა.
Internet.ge