საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო
აღარასოდეს დაბრუნდება წარსულში, რადგან ქართველმა ხალხმა მოძრაობას და წინსვლას
გაუგო გემო.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, ქუთაისში ახალ
პარლამენტში საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ჩენი ხალხის დასაწყნარებლად ვიტყვი, რომ კორუფციის ძველი ქურუმები
ვეღარასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. წარსულის ბნელი ძალები, რა ფულითაც უნდა
შეიარაღდნენ, როგორც უნდა მოიტყუონ, რა ხიდების დანგრევაზეც არ უნდა იოცნებონ, ვერ
შეაჩერებენ საქართველოს და ქართველი ხალხის წინსვლას. ისინი ვეღარ დაბრუნდებიან
ხელისუფლებაში იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავუგეთ გემო ერთიანობას და
თავისუფლებას,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge