მოსკოვში, დღეს საღამოს ოპოზიცია
პოლიციის თვითნებობის წინააღმდეგ მიტინგს გამართავს.
აქციის მონაწილეთა შორის იქნებიან
„ოკუპაიაბაის“, „ბელაია ლენტას“, მემარცხენე ფრონტის, მუშათა ინტერნაციონალის
კომიტეტის და სხვა მოძრაობების აქტივისტები. როგორც ზოგიერთი რუსული გაზეთი წერს,
მიტინგზე, თავად პოლიციის თანამშრომლებიც გამოვლენ, თუმცა არ ზუსტდება, - მოქმედი
თუ ყოფილი.
ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია
იმანაც, რომ 25 მაისს ხელისუფლებამ ბინებით დააჯილდოვა ის ომონელები, რომლებმაც
„მილიონების მარშის“ დარბევაში მიიღეს მონაწილეობა. მაშინ აქციის 50-ზე მეტი
მონაწილე დაშავდა, 400 ადამიანი კი დააკავეს.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორები
ამბობენ, რომ ისინი დაიცავენ პოლიციის უფლებებსაც, რომ სამართალდამცავი ორგანოების
თანამშრომლებს აღარ უწევდეთ „ზევიდან მიღებულ ბრძანებების“ უსიტყვო შესრულება.
Internet.ge