სემნები: ომის დროს დასავლეთმა თბილისს მხარი სრულად არ დაუჭირა
20:50 26.05.2012
|
დღის სიახლეები
|
ევროკავშირს
არ აქვს სრული ზემოქმედების ბერკეტები სამხრეთ კავკასიაზე, რამდენადაც ყოველ
ქვეყანას რეგიონში, თავისი ინტერესები აქვს, - განაცხადა ევროკავშირის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ.
„ეს ნიშნავს,
რომ საჭიროა ყურადღება, სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში ბერკეტების
გამოყენებისას. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს ევროკავშირთან ურთიერთობებზე
საკმარისად განსხვავებული შეხედულებები აქვთ“ - განაცხადა სემნებიმ საერთაშორისო
კონფერენცია „კავკაზ-2011“-ის მსვლელობისას - იუწყებიან
სომხური გამოცემები.
სემნებიმ
აღნიშნა, რომ საქართველოში, დასავლეთთან მიმართებაში, მას შემდეგ, რაც მან
არასრულად დაუჭირა თბილისს მხარი 2008 წლის ომის დროს, არსებობს გარკვეული
სიფრთხილე.
„ბევრი
ქართველი ლიდერი ეჭვობს, რომ ევროინტეგრაციამ მათ შეიძლება ხელები შეუკრას, მათ
შორის, ნაციონალური ინტერესების თვალსაზრისით. ბევრი დავალება ევროპის მხრიდან,
საქართველოს სურვილის ფონზე - ააშენოს ლიბერალური ეკონომიკა, განიხილება, როგორც
ნაბიჯი უკან,“ - განაცხადა სემნებიმ.
ამავდროულად,
მისი თქმით, აზერბაიჯანისთვის, რომელიც მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას
ატარებს, დასავლეთი ერთ-ერთი ვექტორია.
„მაგრამ ეს
მნიშვნელოვანი ვექტორია დაცვისათვის. აზერბაიჯანისთვის გეოპოლიტიკური სიტუაცია სულ
სხვაგვარი იქნებოდა, რომ არა ეს ვექტორი. პირველ რიგში, თანამშრომლობა მიმართულია
უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებზე“ - განაცხადა მან.
სომხეთს კი
სემნების აზრით, აშკარად სურს ბალანსი შეინარჩუნოს ორ ვექტორს - რუსეთსა და
დასავლეთს შორის.
მან ასევე
ხაზი გაუსვა, რომ 2011-2012 წლებში დასავლეთის ურთიერთობა სამხრეთ კავკასიასთან
შესამჩნევად მშვიდი იყო, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ადრე შეშფოთებას
იწვევდა, კერძოდ, „ღია კონფლიქტებთან“ მიმართებაში.
„ეს ქმნის
გარკვეულ ტენდენციას დასავლეთის მხრიდან - გაყინოს სტატუს-ქვო სიღრმისეული
პრობლემების გადაწყვეტის გარეშე,“ - განაცხადა
სემნებიმ.
მან ასევე
ხაზი გასუვა, რომ მართალია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიას
დასავლეთი შედარებით მშვიდ რეგიონად თვლის, მაგრამ არსებობს მრავალრიცხოვანი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საშიში საკითხები, რომლებიც გადაუჭრელი რჩება - ეს
ქართულ-რუსული და სომხურ-თურქული ურთიერთობებია, ასევე მთიანი ყარაბაღის პრობლემა
და „უნდა შევახსენოთ პარტნიორებს დასავლეთში, რომ ეს საკითხები დასავლეთისთვის
საფრთხეს ქმნის, თუკი გადაუწყვეტელი დარჩება,“ - განაცხადა სემნებიმ.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|