სააკაშვილი: ქვეყანა, რომელიც კიტრის მწნილს ვერ აწარმოებდა დღეს თვითმფრინავებს აწარმოებს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ
მაშინ, როცა იარაღის ყიდვის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, თავად დაიწყო წარმოება და
განვითარება.
როგორც პრეზიდენტმა დღეს, ფონიჭალაში, ქართველ მწარმოებლებთან შეხვედრისას
განაცხადა, ქვეყანამ შეძლო მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოება.
„შრომითი თვისებების გაქრობის წინაშე საბჭოთა კავშირის დროს
აღმოვჩნდით, ქვეყანა, რომელიც ადრე კიტრის მწნილს ვერ აწარმოებდა, დღეს უკვე
თვითმფრინავებს აწარმოებს. ვერავის წარმოედგინა, რომ მაღალტექნოლოგიური იარაღის
წარმოება შეეძლო საქართველოს. არის რამდენიმე სფერო, სადაც ხალხს მუშაობა
შეუძლია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ქართული პროდუქციის ბაზარზე გასვლა
მოხდეს.
internet.ge