კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და „რეალ TV“- ის ჟურნალსტს შორის, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შელაპარაკება მოხდა.
ივანიშვილის განცხადებით, ის თორნიკე კოშკაძის შეკითხვებს არ
უპასუხებს, სანამ ჟურნალისტი ბოდიშს არ მოუხდის.
„რეალ TV- სთან ურთიერობას არ შევწყვეტ, თუმცა ამის
საფუძველი არსებობს. სანამ ეს ჟურნალისტი
ბოდიშს არ მოიხდის, კონკრეტულად მის შეკითხვებს არ ვუპასუხებ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ბიზნესმენმა ასევე უპასუხოდ დატოვა ახალი ამბების სააგენტო „ივერონის“
შეკითხვაც.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ ჟურნალისტი თორნიკე კოშკაძის მეუღლე აღმოჩნდა.
Internet.ge