ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის სახელზე მოქალაქეობის მოთხოვნის განცხადებას დაწერს. ამის შესახებ განცხადება
თავად ივანიშვილმა დღეს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ის ისე იმოქმედებს, როგორც
ქვეყნისთვის იქნება უკეთესი.
„თუ საჭირო გახდება, მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ეშმაკის სახელზეც
დავწერ განცხადებას,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
დღესვე, კოალიციის ლიდერმა კომენტარი ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტზეც გააკეთა. მისი თქმით, მას სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის მცდელობა
ექნება, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, რაიმე
გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.
Internet.ge