„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ გუშინ სცენაზე „შიშველი დოლარი“ იდგა. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ მიტინგს არანაირი იდეა არ ჰქონდა.
„ეს იყო კრიმინალ-ოლიგარქ ივანიშვილის პარტიული აქტივი, ადამიანები, რომლებიც ჯერ ზვიად გამსახურდიას ედგნენ
გვერდში, მერე ასლან აბაშიძეს, მერე ბადრი პატარკაციშვილს და ახლა მივიდნენ ივანიშვილთან“,- განაცხადა ნათელაშვილმა.
Internet.ge