გენერალი, რომელიც თბილისის აღებას „რეალიზებად ამოცანად“ მიიჩნევდა არმიიდან დაითხოვეს
15:09 28.05.2012
|
დღის სიახლეები
|
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარღებული ძალები
დაატოვებინა გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი ნოგოვიცინს, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის
სამინისტროს მთავარი „კომენტატორი“ იყო. სწორედ
ის აჟღერებდა რუსეთის გენშტაბის ოფიციალურ განცხადებებს ცხინვალის რეგიონში ომის
დროს.
ანატოლი ნოგოვიცინი თავის დროზე აცხადებდა, რომ „საჭიროების შემთხვევაში თბილისის აღება სრულიად რეალიზებადი ამოცანა
იყო. თუ ვისაუბრებთ ნორმატიულ ვადებზე და თბილისსა და რუსეთის ჯარებს შორის
მანძილზე, მე, როგორც სამხედრო, ვაცხადებ, რომ ვერანაირი მაღალი მზადყოფნა ჩვენ
ხელს ვერ შეგვიშლიდა. ეს სრულიად რეალიზებადი ამოცანა იყო“ - ამბობდა ნოგოვიცინი.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოგოვიცინი,
სამხედრო რიგებიდან ასაკის გამო დაითხოვეს.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|