ქართული
მხარე სერბებთან მუშაობას გააგრძელებს, რომ სერბეთის პარლამენტმა დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი არ განიხილოს.
როგორც
ჟურნალისტებს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ოფიციალური თბილისი სერბეთს დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს,
რომ ე.წ. აღიარების პოლიტიკა დაგმობილი იყოს, მაგრამ თუ სერბები ამაზე მაინც წავლენ, ეს
იმას ნიშნავს, რომ მათ კოსოვოზე ხელი საბოლოოდ
ჩაიქნიეს.
„ეხო მოსკვისთვის“ ტომისლავ ნიკოლიჩის მიერ მიცემული ინტერვიუ წავიკითხე,
სადაც მან აღნიშნა, რომ ის იყო მოსკოვში ჩასული - არა როგორც სერბეთის პრეზიდენტი, არამედ როგორც არჩეული პრეზიდენტი. მისი კონფიგურაცია ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მან თქვა რომ, თუ შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებელი კოსოვო, რატომ არ უნდა არსებობდეს აფხაზეთი და ოსეთი? ვთვლი, რომ ტომისლავ ნიკოლიჩი არის იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმდევარი, რომელიც
რუსეთზე ორიენტირებულად ითვლება. ამიტომ,
მის პარტიას
„ედინაია როსიასთან“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და გარკვეულწილად, მისი განცხადება იყო იმ პოლიტიკისთვის ხარკის გადახდა, რასაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია.
ჩვენ კოსოვოს არ ვაღიარებთ“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ,
რომ სერბეთის პრეზიდენტმა, ტომისლავ ნიკოლიჩმა, რადიოსადგურ "ეხომოსკვის“ ეთერში განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, რომ სერბეთის პარლამენტმა დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს.
Internet.ge