„ქრისტიან–დემოკრატების“ წევრი მაგდა
ანიკაშვილი ითხოვს, რომ საქართველოში უმუშევრის სტატუსი და სოლიდარული სოციალური დაცვის სისტემა დაინერგოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე,
ანიკაშვილმა განაცხადა, ქვეყანამ ჯანდაცვის შვედური მოდელის გარკვეული ელემენტები უნდა გაითვალისწინოს.
მისი განმარტებით, ამ მოდელის თანახმად, ყველა ყველასთვის იხდის, თუმცა,
შეძლებული პირები იხდიან მეტს, ვიდრე სოციალურად დაუცველები და ისინი
მხოლოდ საბაზისო სერვისებს იღებენ, ხოლო სოციალურად დაუცველი ჯგუფები დამატებით სამედიცინო სერვისებს.
„უმწეოთა ჯგუფში იგულისხმებიან ხანდაზმულები, მცირეწლოვანები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. რაც შეეხება საზოგადოების დაუცველ, მაგრამ შრომისუნარიან ნაწილს, მათთვის სახელმწიფომ უმუშევრის სტატუსი უნდა შემოიღოს და უმუშევრობის დახმარება დაწესდეს. ამასთანავე, სახელმწიფო უმუშევრებს უნდა სთავაზობდეს ადეკვატური დასაქმების შესაძლებლობას“,–
დასძინა მან.
internet.ge