საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბათუმში
ბევრი რამ კეთდება, მშენებლობები მიმდინარეობს, სადაც უმეტესწილად ადგილობრივი
მოსახლეობაა დასაქმებულები.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა, ბათუმში ხუთვარსკვლავიანი
სასტუმროს გახსნისას გააკეთა.
მისი თქმით, იმ ობიექტებშიც, რომელსაც უცხოელი ინვესტორები აშენებენ,
ქართველებს ასაქმებენ. პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ინვესტორების
ქვეყანაში ყოფნა, რადგან მათი მეშვეობით ბიუჯეტში ფული შედის და რომლითაც ბევრი რამ კეთდება.
“გუშინ შემთხვევით შევესწარი, ერთ-ერთ ლიტველი ტურისტი
უხსნიდა
ბათუმელებს, ახალ მონაკოზე უფრო მაგარ ადგილას ცხოვრობთო. მე ვერ გავამტყუნებ იმ
ადამიანებს, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან, რადგან ბევრ ადამიანს აქ ჯერ კიდევ
უჭირს. მაგალითად, ჭაობის დასახლებაში შემორჩა ბარაკები, ზოგგან გზები აყრილია,
არის უმუშევრობა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, სამუშაო ადგილები იქმნება და აქ
ამ სასტუმროში 60-მა ბათუმელმა დაიწყო მუშაობა.
დარწმუნებული ვარ ბათუმი რამდენიმე წელიწადში,
400-450 ათას კაციანი ქალაქი გახდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან იცის რომ გასაკრიტიკებელი ჯერ კიდევ
ბევრია, თუმცა ის ჭორები, რომ საქართველოში ყველაფერი შეისყიდეს, სიმართლეს არ
შეესაბამება.
internet.ge