სააკაშვილი: რამდენიმე დღეში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის
სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი.
ამის შესახებ განცხადება, სააკაშვილმა
ლატვიის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე
გააკეთა.
მისი თქმით, რამდენიმე წელიწადში
ქართველები ყველა
ევროპულ ქვეყანაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ.
„ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს დავასრულებთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას, რამდენიმე დღეში კი გამოვაცხადებთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში ქართველები ყველა ევროპულ ქვეყანაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ. ეს არის ჩვენი ძლიერი რეადმისიის პოლიტიკის და დანაშაულთან ბრძოლის შედეგი. ამიტომ, ჩვენ გვინდა თქვენი გამოცდილება გავიზიაროთ ევროინტეგრაციის
მხრივ“,-
განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე,
დიდი
შექება დაიმსახურა.
„ჩვენი
ქვეყანა იყო ყურადღების ცენტრში. როგორც იქ ითქვა, მომდევნო სამიტზე შეიძლება მოხდეს გაფართოება. ამ კონტექსტში საქართველოს მკაფიოდ მოიხსენიებდნენ, როგორც სასურველ კანდიდატს. ეს ჩვენთვის
დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა“,- განაცხადა სააკაშილმა.
Internet.ge