GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ხალხისგან დაიცალა
10:44 30.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში,  მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასზე ნაკლებია, ტერიტორიები კი, ხალხისაგან დაიცალა.

ამის შესახებ განცხადება, სააკაშვილმა ლატვიის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი გახდება ნორმალური ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება.

„ჩვენ უნდა განვმარტოთ რა მოხდა რეალურად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ახლა იქ მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასზე ნაკლებია. გასულ წლებში, განსაკუთრებით კი 2008 წელს, მოსახლეობის 90 პროცენტს დაატოვებინეს რეგიონი. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ 90-იანი წლებიდან მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტია  დარჩენილი. ასე რომ, ეს ტერიტორიები ხალხისაგან დაიცალა. ჩვენ ნახევარ მილიონამდე დევნილი გვყავს, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს. ჩვენ ვუწვდით ხელს იქ დარჩენილ მოსახლეობას და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მათ მიეცეთ შანსი ისარგებლონ საქართველოს პროგრესით. ასევე ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი გახდება ნორმალური ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, რუსეთის მორიგ შემოტევას ოქტომბრის არჩევნებზე ელოდება, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ეს მცდელობა წარუმატებლად ჩაივლის.

„ახლა ყურადღებას მთლიანად ვუთმობთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ პროგრესს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. ამას გარდა, ჩვენ ხელს ვუწვდით რუსეთს, რაც გამოიხატება იმით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი. ქართველებისთვის რუსული ვიზის მიღება შეუძლებელია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა. წელს, რუსეთიდან მილიონამდე მოქალაქე ჩამოვა საქართველოში. ჩვენ ასევე ხელი გავუწოდეთ უამრავ რეგიონს  ჩვენს სამეზობლოში. იმედი გვაქვს, რომ რუსეთშიც შეიცვლება აღქმა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. როდესაც ტრადიციული დიპლომატია ჩიხშია შესული, ჩვენ სახალხო დიპლომატია გვჭირდება და საამისოდ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3, 613, 851 შეადგინა1
ზურაბ ალავიძე: მიმდინარეობს მთლიანად სტრუქტურაში ოპტიმიზაცია.2
შალვა ნათელაშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს3
ჩიტაძე: რასმუსენის განცხადებით, რუსულმა დიპლომატიამ სრული კრახი განიცადა4
მძინარე მამაკაცის გადასარჩენად მაშველებმა სამაშველო ოპერაცია წამოიწყეს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X