GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააკაშვილი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა აქვს
10:52 30.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, რიგის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხეს. უცხოელი ჟურნალისტების ძირითად ინტერესს საქართველოს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები წარმოადგენდა.

ანდრის ბერზინშმა თავისი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ქვეყანას სრული თანადგომა  გამოუცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მისწრაფება გახდეს ნატო-ს წევრი აბსოლუტურად რეალისტურია“, - აღნიშნა ანდრის ბერზინშმა.  

მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააცნო.  

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს დავასრულებთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას. ზოგიერთი ჩვენი მეზობელი 2008 წლის შემდეგ ამბობდა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის არავითარი შანსი არ ჰქონდა. ახლა კი, ვფიქრობ, ჩიკაგოს სამიტზე გაკეთებული განცხადებით, მათ იმედი გაუცრუვდათ, საქართველოსთვის კი ეს მომავალის პოზიტიურად შეცვლას ნიშნავს.რუსეთის მიზანი, საქართველოს განადგურება იყო. ამას ისინი პირდაპირ აცხადებდნენ ამერიკელ დიპლომატებთან საუბრისას. ამიტომ, ნატოს ყველა სამიტი საქართველოსთვის იყო შანსი და იმავდროულად - გამოწვევაც“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ჩიკაგოს ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, გარკვეული შიში იყო, იმის თაობაზე, რომ ქვეყნის პროგრესს არ აღიარებდნენ.

„ასე არ მოხდა, პირიქით, საქართველო ისეთი ქვეყნების ჯგუფთან გააერთიანეს, რომლებსაც გაწევრიანების უდიდესი შანსი აქვთ, ესენი არიან ბალკანეთის სახელმწიფოები. წინა შემთხვევაში ჩვენ უკრაინასთან ერთად განვიხილებოდით, უკრაინის საკითხი არც ისე მარტივია“,- დასძინა პრეზიდენტმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი ნატოს ასაბლეაზე მთავარ გამომსვლელად წარსდგება1
ავტოცისტერნისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა2
უსუფაშვილი: უნდა დასრულდეს პერიოდი, როდესაც გამარჯვებულს ყველაფრის უფლება ჰქონდა3
ბიძინა ივანიშვილი: რუსეთმა დიდი ხნის ოცნება განახორციელა4
მოსახლეობა 10 თვის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X