გამოცდების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
ხატია დეკანოიძე დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა წარადგინა.
„ხატია დეკანოიძე უშუალო მონაწილობას
იღებდა ყველა იმ რეფორმაში, რომელიც ქვეყანაში განათლების სფეროში განხორციელდა და
ხორციელდება. მას დიდი გამოცდილება გააჩნია და ჩემი აზრით ახალ ეტაპზე გადაიყვანს
განათლების რეფორმას. ის სრული ნდობით სარგებლობს“,- განაცხადა შაშკინმა.
ხატია დეკანოიძე პოლიციის აკადემიას
ბოლო ოთხის წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 28 მაისს მიიღო.
განათლების სამინისტოში განმარტავენ, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა
პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია
მიმინოშვილის
პირად პოზიციას შორის.
internet.ge