GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ლატვიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
13:16 30.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ლატვიის პრემიერ-მინისტრს ვალდის  დომბროვსკის შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და კონკრეტულ  ეკონომიკურ და ბიზნესპროექტებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ლატვიური მხარე დაინტერესებულია, რომ საქართველოში ერთობლივი პროექტებიც განახორციელოს და სამომავლოდ ინვესტიციებიც დააბანდოს. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ სექტორში ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის გაზრდის აუცილებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს, ვალდის დომბროვსკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სრული თანადგომა აღუთქვა.

დღესვე, რიგაში  მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში და ლატვიის უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. მიხეილ სააკაშვილი საკურორტო ქალაქ იურმალასაც ესტუმრება, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტების გადაწყვეტილებით, ქალაქებს იურმალასა და ანაკლიას შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.

მიხეილ სააკაშვილი სხვა ოფიციალურ და კულტურულ ღონისძიებებსაც დაესწრება, მათ შორის, რიგაში შოთა რუსთაველის ბარელიეფს გახსნის და ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს, სახელწოდებით “ერთად საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - საქართველო "აისაფში".

საქართველოს პრეზიდნტის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში დღეს დასრულდება. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრეზიდენტი სოფელ ლაფანყურისკენ მიემართება1
მცეთელების ნაწილს წყლის გადასახადი გაუძვირდებათ2
ლევან ბერძენიშვილი: შაშკინი საქართველოდან გაიქცა3
გარიცხვის მუქარის გამო სტუდენტმა ლექტორი სასტიკად სცემა4
90 წლის მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X