საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლატვიაში, ქვეყნის პირველ
პირთან ერთად ბიზნესფორუმსს დაესწრო, სადაც პრეზიდენტები სიტყვით გამოვიდნენ.
სააკაშვილის განცახდებით, საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა,
სადაც ყველაფერი ვითარდება და ბევრი რამ იქმნება.
ქვეყნის პირველმა პირმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება, ლაზიკას
მშენებლობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, მას საქართველოს კონსტიტუციით
განსაკუთრებული სტატუსი ექნება.
„შევარდნაძის პერიოდში, ინვესტორებმა კითხეს მას, რისი შეთავაზება
შეეძლო მათთვის, მისი პასუხი იყო, რომ ქვეყანას აქვს ძალიან კარგი კლიმატი,
ცხოვრობს კარგი ხალხი და რაც მთავრია აქ ძალიან გემრიელი საჭმელია. რასაკვირევლია,
ახლა ეს ყველაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ჩვენ ბევრად მეტის შემოთავაზება შეგვიძლია.
პირველ რიგში საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით არის საუკეთესო
ადგილი, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად
ხორციელდება ტრანზაქციები, ძალიან მარტივია საბაჟო პროცედურები. მოქმედებს
იუსტიციის სახლი, სადაც იურისტების დახმარებით რამდნიმე წუთშია შესაძლებელი ისეთი
დახმარების მიღება, რომელსაც გაცილებით დიდი დრო სჭირდება სხვა ქვეყნებში“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ინფრასტრუქტურა იმაზე გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე
ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში.
„ჩვენ ზღვისპირას ვაშენებთ ახალ საპორტო ქალაქ ლაზიკას, უკვე გვაქვს
პორტი ბათუმში, რომელიც ყაზახური ოპერატორების მიერ იმართება, ასევე ფოთის პორტი
და ყულევის ტერმინალი. ლაზიკას კი ძალიან საინტერესო მდებარეობა აქვს და ჩვენ გირჩევთ,
ამ ბიზნესშესაძლებლობაზე გაამახვილოთ ყურადღება“,- მიმართა პრეზიდენტმა ფორუმის
მონაწილეებს.
Internet.ge