რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ ის
სირიაში სამხედრო ჩარევის მომხრეა, პოლიტიკური ემოცია უწოდა.
რუსეთი, რომელიც
მართალია, სირიაში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ 25 მაისს სოფელ ხულაში
მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევისა და მსხვერპლის გამო
აღშფოთებას გამოხატავს, ბაშარ ასადის პოზიციების დაცვას მაინც ცდილობს.
შესაბამისად, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის საგარეო უწყების
კრიტიკა მოჰყვა.
„ეს პოლიტიკური
ემოციების გამოვლინებაა, ვიდრე გათვლილი და აწონილ-დაწონილი მიდგომა. რუსეთის
პოზიცია კი ფორმირდება არა ემოციებზე, ამიტომ სირიის პრობლემა უნდა გადაწყდეს
გაეროს საშუალებით“ - აცხადებენ სამინისტროში.
სირიაში სამხედრო
ოპერაციის ჩატარებაზე არა მარტო საფრანგეთმა გააკეთა განცხადება. ანალოგიური
პოზიცია დააფიქსირა ავსტრალიამაც.
Internet.ge