GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმში მონაწილეობს
13:07 31.05.2012
დღის სიახლეები

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების პირველ საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც სტამბულში, 31 მაისს და 1 ივნისს იმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკვე მიმართა ფორუმის მონაწილეებს. 

ფორუმი გააერთიანებს მთავრობებს, მთავრობათაშორის ორგანიზაციებსა და ბიზნესწრეებს, ასევე პირებს, რომლებიც კულტურათაშორისი კონფლიქტისგან თავისუფალი სამყაროს ხედვის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრებისთვის იღწვის.

ფორუმის მსვლელობისას, პარტნიორები ალიანსის მიღწეული შედეგებს განიხილავენ და იმსჯელებენ რიგი საკითხების შესახებ, რესურსების გრძელვადიანი საჭიროების, 2012-2013 წლებისთვის უშუალო მოთხოვნების და UNAOC მიმდინარე სამოქმედო პრიორიტეტების ჩათვლით, რაც მოიცავს წინა მსოფლიო ფორუმების შედეგებთან დაკავშირებულ ახალ პროექტებს. 

ცივილიზაციების ალიანსი წარმოადგენს ესპანეთის პრემიერ–მინისტრის ხოსე ლუის როდროგეს ზაპატეროს მიერ 2005 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 59–ე ასამბლეაზე შემოთავაზებულ ინიციატივას, რომლის ორგანიზება თურქეთის პრემიერ–მინისტრ ერდოღანთან ერთად განხორციელდა.

ამ ინიციატივის მიზანია ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ქმედების აქტივაცია კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი საერთაშორისო დიალოგის მეშვეობით. 

ფორუმს მსოფლიოს 65 ლიდერი დაესწრება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 93
ლევან ბეჟაშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აშანტაჟებენ4
მთავრობის მორიგი სხდომა ორშაბათს გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X