ბულენტ არინჩი: არ დავუშვებთ, სასკოლო წიგნებში აჭარა თურქეთის ტერიტორიად მოიხსენიონ
თურქეთის ვიცე-პრემიერი ბულენტ არინჩი, არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში აჭარა თურქეთის ტერიტორიად არის მოხსენიებული.
როგორც დღეს, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ,
არინჩიმ განაცხადა, მსგავსი ინფორმაცია მას პირველად ესმის.
„პირველად
მესმის ამის შესახებ. გადაამაოწმეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სასკოლო წიგნებში მსგავსი რამ ეწეროს“,-
განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა.
internet.ge