მოსკოვის პოლიციამ 120-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც ტრიუმფის
მოედანზე კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ამის შესახებ თავად რუსეთის
შსს იტყობინება.
დაკავებულთა შორისაა ოპოზიციონერი და მწერალი, დაურეგისტრირებელი
პარტია „სხვა რუსეთის“ ლიდერი ედუარდ ლიმონოვი.
შსს-ის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
„ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი ცდილობდა ხელი შეეშალათ მეტროში შემსვლელ-გამომსვლელებისთვის“.
გარდა ამისა, „არასანქრცირებულ ღონისძიებას ნაციონალისტებიც შეუერთდნენ,“ - აცხადებს
სამინისტროს პრეს-სამსახური.
ოპოზიციონერები მიტინგის ჩატარებას შეკრების თავისუფლების
დასაცავად აპირებდნენ, მერიამ კი ამ აქციის ჩატარებაზე თანხმობა არ განაცხადა.
Internet.ge