კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზვიად
ძიძიგური დღეს, რუსთავის შტაბში უბნების კოორდინატორებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ზვიად
ძიძიგურმა კოორდინატორებს სამომავლო სამოქმედო გეგმები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
მისივე თქმით,
ქვემო ქართლი ერთ-ერთი
პრობლემური რეგიონია და სწორედ ამიტომ, დღეიდან, მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურად გაიმართება.
„27
მაისის შემდეგ თბილისის ტალღა გადაედო ქვემო
ქართლს. ჩვენ მსგავს სამუშაო შეხვედრებს ხშირად გავმართავთ“ - განაცხადა ზვიად
ძიძიგურმა.
Internet.ge