GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კრემლის შეფასებით, პუტინის ვიზიტი პარიზში „საეტაპოა“
19:31 01.06.2012
დღის სიახლეები

ბერლინში ვლადიმერ პუიტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სირიის თემა იყო.

 

ორივე მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ პრობლემის „პოლიტიკური“ მოგვარებისა და კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას, ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ სირიაში ძალის გამოყენების წინააღმდეგია, რომ ის ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხეს ხედავს და რომ მოსკოვი ასადის რეჟიმს არ აწვდის ისეთ იარაღს, რომელიც შესაძლებელია, სირიის ხელისუფლებამ მიმდინარე დაპირისპირებისას გამოიყენოს.

ბერლინიდან პუტინი პარიზში ჩაფრინდება. საფრანგეთში ვიზიტს კრემლში „საეტაპო“ ვიზიტს უწოდებენ. პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი პარიზში სულ რამოდენიმე საათს გაგრძელდება და მას „სრულიად არაფორმალური ხასიათი ექნება. პუტინი ოლანდთან მოლაპარაკებას „ტეტ-ა-ტეტ“ აწარმოებს“ - განაცხადა მან.

კრემლის ინფორმაციით, ოლანდი და პუტინი რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ რუსეთის ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ, ასევე ისაუბრებენ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, ანტისარაკეტო სისტემების განთავსებასა და რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი, რასაკვირველია, სირია იქნება.

ფრანგული პრესა პუტინის პირველი ევროპული ტურნეს შესახებ კომენტარებს უკვე აკეთებს და წერს, რომ ნიშანდობლივია, როცა რუსეთის პრეზიდენტმა თავისი პირველი უცხოური ვიზიტი ბელორუსში დაგეგმა და სწორედ ბელორუსიდან ჩავიდა გერმანიაში.

„რა მესიჯი გაუგზავნა პუტინმა ევროკავშირს, როცა თავისი პირველი საზღვარგარეთული ვიოაჟისთვის ბელორუსი - „ევროპის უკანასკნელი დიქტატურა“ შეარჩია?“ - წერს ფრანგული მედია.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კრემლის შეფასებით, პუტინის ვიზიტი პარიზში „საეტაპოა“1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X