33 წლის რუსმა
ადვოკატმა დავიდ სტორობინმა რიგგარეშე არჩევნები მოიგო და ნიუ-იორკის შტატის
სენატორი გახდა.
ის რესპუბლიკელების კანდიდატია და როგორც რუსული გაზეთები
წერენ, პირველია, რომელმაც ნიუ-იორკის შტატში სენატორის სავარძელი მოიპოვა.
სხვადასხვა მონაცემებით, სტორობინმა თავის მოწინააღმდეგეს
დემოკრატიული პარტიიდან სულ რაღაც 16 ხმით აჯობა. ის მოვალეობის შესრულებას
მომავალი სამშაბათიდან შეუდგება.
Internet.ge