GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პუტინის კორტეჟს პომიდვრები ესროლეს
14:33 02.06.2012
დღის სიახლეები

პრეზიდენტის რანგში ვლადიმერ პუტინის პირველი ოფიციალური ვიზიტები გერმანიასა და საფრანგეთში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეებს რუსეთის საპროტესტო მოძრაობისადმი სოლიდარობის ნიშნად  თეთრი ლენტები ეკეთათ. მათ შორის იყვნენ Amnesty International-ის  წარმომადგენლები და სირიელები, რომლებიც მოსკოვის მიერ ბაშარ ასადის რეჟიმისათვის იარაღის მიწოდებას აპროტესტებდნენ.

ბერლინში პუტინს პერფორმანსით დახვდნენ, სახელწოდებით „მეფის სვლა“, რომელიც კანცლერის სასახლესთან მოაწყვეს. აქციის მონაწილეები დრამების ხმის ფონზე სკანდირებდნენ: „ძირს, ძირს პუტინი“ და „დაბომბეთ ასადი“. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პუტინის კორტეჟს პომიდვრები ესროლა, რის გამოც ის დააკავეს. სულ აქციაში მინიმუმ 100 ადამიანი მონაწილეობდა.

პარიზში, სადაც პუტინისა და ფრანსუა ოლანდის ოფიციალური ვახშამი იყო დაგეგმილი, ერთდროულად ორი აქცია ჩატარდა. უფლებადამცველები Amnesty International-იდან ქალაქის ქუჩებში დილიდან გამოვიდნენ ე.წ. ელექტრო სამოკატებით, რომლებზეც მიმაგრებული იყო პლაკატები პუტინის გამოსახულებით, მის ქვეშ კი მენიუ იყო მითითებული: „ფრიკასე“ ფეხქვეშ გათელილი თავისუფლებით, სუპ-პიურე იარაღის გაყიდვიდან - ბაშარ ასადის სოუსით და ჩეჩნური დესერტი მოკლულ მოქალაქეთა  სიროფით.

საღამოს კი შარლ დე გოლის ძეგლთან ელისეს მინდვრებზე თეთრლენტიანები გამოჩნდნენ - ძირითადად რუსები და სირიელები. ისინი სკანდირებდნენ: „პუტინო, ვახშმად შენ ჩვენ არ გვჭირდები“ და „რუსეთი იქნება თავისუფალი“. აქცია სტვენით დასრულდა 21:00 საათისთვის, როცა პუტინი და ოლანდი ვახშამს უნდა შესდგომოდნენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მამამ სამი შვილი მოკლა1
თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს2
წმინდა მიქაელის სახელობის ეკლესია გაქურდეს3
Sunday Times-მა ბრიტანეთის 50 ყველაზე მდიდარი მუსიკოსი დაასახელა4
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X