ამერიკის
შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს დღეს
ეწვევა.
კლინტონის
თვითმფრინავი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 20:00
საათის შემდეგ დაეშვება.
ცნობილია კლინტონის ოფიციალური შეხვედრების
სავარაუდო განრიგიც.
5 ივნისს კლინტონი ბათუმში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.
ამასთან დაგეგმილია კლინტონისა და საქართველოს
პრეზიდენტის აუდიენციაც, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოდან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანში
გაემგზავრება და საქართველოს მსგავსად ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება.
ბაქოდან კლინტონი თურქეთში გაემართება და
კონტრტერორიზმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება. შეხვდება
ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
internet.ge