ივანიშვილის პრესსიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ყველა სახის
უმცირესობას აქვს თავისი უფლებები და ამის დაცვა უფლებადამცველებს ევალებათ, რასაც
ხშირად მანანა კობახიძე აკეთებდა.
პრესსპიკერი დღეს, კობახიძის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს
გამოეხმაურა.
„ამ ბოლო დროს, ხელისუფლების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები მანანა
კობახიძის მიმართ, რომელსაც ბრალს სდებენ სექსუალური და რელიგიური უმცირესობების
უფლებების დარღვევაში. პირველად ეს განცხადება, ჩიორა თაქთაქიშვილმა ტელეკომოპანია
„მაესტროში“, ჩემთან დებატების დროს
გააჟღერა. მაშინ ის შემპირდა, რომ დამადასტურებელ საბუთებსაც გამომიგზავნიდა,
თუმცა ამ დრომდე არაფერი მიმიღია. გუშინ ეკა კვესიტაძის გადაცემაში კი მსგავსი
ბრალდება ისევ გაჟღერდა, რის გამოც მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი ბრალდებები
კობახიძის მიმართ არის აბსურდული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს
მიზნად“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, სანამ ვინმე აღნიშნულ საკითხზე კობახიძეს ბრალდებებს
წაუყენებს, ჯობს მტკიცებულებები წარმოადგინოს.
internet.ge