მაია ფანჯიკიძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სპორტსმენმა
ამბაკო ავალიანმა უარყო მისი გატაცების ფაქტი, კოალიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული
ინციდენტი დეტალურ გამოძიებას მოითხოვს.
პრესსპიკერის ინფორმაციით, 3 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე,
თბილისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულ იქნა “ქართული ოცნების” წევრი,
საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, ამბაკო ავალიანი, რომელსაც თან ახლდნენ სპორტსმენი
ზურა ბენდელიანი და ნათესავი ირაკლი გულბანი.
თავად სპორტსმენის განცხადებით კი, ის გატაცებული არ ყოფილა.
„ვფიქრობთ, რომ ის მონაცემები, რაც სპორტსმენის განცხადებამდე არსებობდა, საჭიროებს რეაგირებას
და მოითხოვს დეტალურ გამოძიებას“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
internet.ge