საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან
დაიწყებს.
როგორც ჟურნალისტებს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის პირველმა
მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა, ბორტი „ნომერი 2“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:30
წუთისთვის დაეშვება, სადაც ჰილარი კლინტონს მთავრობის მაღალჩინოსნები დახვდებიან.
მისი, თქმით, კლინტონი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხდება.
„ქალბატონი კლინტონი საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებულ
თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება, რომელსაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს. ასევე დაგეგმილია
ოთხი ძირითადი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების,
დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ეკონომიკის, ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროში
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და ხალხთაშორისი და კულტურული თანამშრომლობის სამუშაო
შეხვედრა“,- განაცხდა ვაშაკიძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე უცხოელ მაღალჩინოსანს საქართველოში
დაგეგმილი არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის განხორციელებულ სამუშაოებს
გააცნობს. საუბარი უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლასაც შეხება.
ამასთან ვაშაკიძის ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ
შეხვედრაზე ქართული მხარე ჰილარი კლინტონს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებულ მდგომარეობასაც გააცნობს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი
კლინტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს დღეს ეწვევა.
internet.ge