მმართველი გუნის წევრის, აკაკი მინაშვილის
შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს არაჯანსაღი ამბიციები
გააჩნია.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას მინაშვილმა განუცხადა, ამერიკელი პოლიტიკოსი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
„საქართველოში ბიძინა ივანიშვილის და სხვა
პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს წარმოადგენენ.
ბუნებრივია, მათ შორის განსხვავება არ არის. განსაცვიფრებელი არ არის, რომ აშშ–ს
სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას ხვდება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ივანიშვილს არაჯანსაღი
ამბიციები გააჩნია. ეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას კარგად
გამოჩნდა, როდესაც ივანიშვილმა სხვა ოპოზიციონერებთან ერთად შეხვედრაზე უარი
განაცხადა“, - დასძინა კანონმდებელმა.
Internet.ge