პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის
საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველო–ამერიკის ურთიერთობის კიდევ
ერთხელ ხაზგასმაა.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”-ს
მინაშვილმა განუცხადა, ვიზიტი 2009 წელს ხელმოწერილი ქარტიის ამუშავებისთვის წინ
გადადგმული ნაბიჯია.
მისი თქმით, კლინტონის ვიზიტი
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, რეალურად, მას არა მხოლოდ ცერემონიული,
არამედ პრაქტიკული დატვირთვა აქვს.
დეპუტატის ინფორმაციით, აშშ-ს
სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში,
განხილვის ერთ-ერთი საკითხი -
თავდაცვა, უსაფრთხოება და ოკუპირებული ტერიტორიები იქნება, თუმცა, კონკრეტული
შედეგები ვიზიტის შემდეგ გამოჩნდება.
ჰილარი კლინტონი საქართველოს დღეს
ეწვევა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, ხვალ
გამართავს.
Internet.ge