საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქუთაისში
ახალი ავიაკომპანიის შემოსვლით, თბილისის აეროპორტი ფასებს დაწევს, ან წინააღმდეგ
შემთხვევაში თბილისიდან და ბათუმის აეროპორტიდან ხალხი ქუთაისისკენ დაიძვრება.
როგორც დღეს კოპიტნარში ყოფნისას პრეზიდენტმა განაცხადა, ყველაფერი
რაც კეთდება, ხალხისთვის ცხოვრების გაადვილებას ემსახურება.
„ეს არის ფანტასტიკის ზღვარზე რაც კეთდება ქუთაისში და ემსახურება
იმას, რომ ხალხს გავუადვილოთ ცხოვრება. მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს,
ყოველდღიურად უხდება ეკონომიკურ გასაჭირთან გამკლავება. იმისათვის, რომ იმოძრაონ,
ბიზნესი აკეთონ, შვილები სასწავლებლად გაამგზავრონ, თავისი პროდუქცია გაყიდონ,
მნიშვნელოვანია ასეთი იაფი ავიაკომპანიების შემოსვლა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
დღესვე, მიხეილ სააკაშვილმა ვერა ქობალიას, გიორგი კანდელაკსა და
გიორგი კარბელაშვილს, იაფი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანისთვის მადლობა
გადაუხადა.
„დღეს დაიწყო ჩვენი გეგმების შესრულება. მთავრი მიზანი კი, არის ჩვენ
ხალხს მივხედოთ, რომ ამ თვითმფრინავით ისარგებლონ. მომავალში კი გაიხსნება
პირდაპირი რეისები გერმანიაში, ინგლისში, მოვა დრო და ეს იქნება ნიუ-იორკშიც. ის
რაც დღეს ხდება არის კარგი დასაწყისი ამ ყველაფრისა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge