GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ქართული ოცნება" უწყებათაშორისი კომისიის შესახებ განცხადებას ავრცელებს
17:25 04.06.2012
დღის სიახლეები

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას ავრცელებს.  


"საქართველოს საარჩვენო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უშიშროების საბჭოსთან შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ევალება საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება.


კომისიის თავმჯდომარეა უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია, ხოლო კომისიის წევრები არიან ეკატერინე ზღულაძე (შინაგან საქმეთა სამინისტრო), თინა ბურჯალიანი (იუსტიციის სამინისტრო), პაპუნა პეტრიაშვილი (ფინანსთა სამინისტრო), ჯამბულ ბაკურაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო), სერგი კაპანაძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო), თამარ კინწურაშვილი (ეროვნული უშიშროების საბჭო).

 

უწყებათაშორისი კომისია ურთიერთობს ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც კომისიას საარჩევნო დარღვევების, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ინფორმაციას აწვდიან პრევენციისა და სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

 

კომისიის მუშაობის საბოლოო მიზანი თავისუფალი არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა.

უწყებათაშორის კომისიასთან ურთიერთობაში პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ ზაქარია ქუცნაშვილი და თეა წულუკიანი.

 

კოალიციის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 2 ივნისს და მას ხელისუფლების მხრიდან ესწრებოდნენ გიორგი ბოკერია, ეკატერინე ზღულაძე, სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი. ამ შეხვედრაზე მოხდა მუშაობის პრინციპებზე, მეთოდებსა და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმებზე მოსაზრებების გაცვლა.

 

კერძოდ, კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან წამოიჭრა შემდეგი  საკითხები:

1. კომუნიკაციის  გამჭვირვალობის აუცილებლობა;

2. კომისიის მიერ დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რეკომენდაციის წერილობითი ფორმით გაცემა, რათა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გონივრულ ვადაში მოხდეს შესაბამისი ღონისძიების გატარება, დარღვევის აღმოფხვრა და დამრღვევი პირის პასუხისგება;

3. კოალიციის მხრიდან არა მხოლოდ კოალიციის წევრების, არამედ იმ პირების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაც, რომლებიც არ არიან კოალიციის წევრები და თავიანთი განსხვავებული მოქალაქეობრივი პოზიციის გამო აღმოჩნდებიან დარღვევის მსხვერპლნი;

4. იმ ვადის განსაზღვრა, რაც  კომისიას დარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან  პასუხის გაცემისთვის სჭირდება.

 

ამავე შეხვედრაზე, კოალიციის წარმომადგენლებმა კომისიისგან რეაგირება მოითხოვეს მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე (თიანეთი), კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების - მამუკა ქარდავას (ხობი), მევლუდ შუშანაშვილის (თიანეთი), ტარიელ ივანიშვილის (ასპინძა) და კოალიციის თეთრიწყაროს ოფისის საქმეებზე.

 

უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან ზემოხსენებულ პირველ სამ საკითხზე მიღებულ იქნა დადებითი პასუხი. კერძოდ, კომისიამ მზადყოფნა გამოთქვა გამჭვირვალე ურთიერთობებისთვის, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რეკომენდაციის წერილობითი ფორმით გაცემაზე და იმ პირების შესახებ ინფორმაციის მიღებაზეც, რომლებიც არ არიან კოალიციის წევრები, მაგრამ მათ მიმართ განხორციელდა შესაბამისი დარღვევა ან დანაშაული.

 

რაც შეეხება მე-4 საკითხს იმის შესახებ, თუ რა ვადაში იქნება წერილობით გაცემული პასუხი მიწოდებული ინფორმაციების შესახებ, კომისიამ განაცხადა, რომ სჭირდება დამატებითი დრო პოზიციის შესამუშავებლად," - ნათქვამია განცხადებაში.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბუნებრივი აირის გაჟონვით, ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა1
მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტმა ახალი გუბერნატორები წარადგინა2
სხვადასხვა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარეები ქართულ საარჩევნო სისტემას უმაღლეს შეფასებას აძლევენ3
გოგონებს თმები მოცილებიდან რამდენიმე საათში ეზრდებათ (VIDEO)4
ბიძინა ივანიშვილი: მერაბიშვილი ჩემ საპირწონედ ვერ გამოდგება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X