თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მოხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
ჟურნალ ‘’ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკაში წასვლას
არ გეგმავს.
„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას ჩერგოლეიშვილმა, გავრცელებულ
ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა ‘’ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო
სიაში ვიხილოთ, მტკნარი სიცრუე უწოდა.
თამარ ჩერგოლეიშვილის მტკიცებით ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ჩერგოლეიშვილი ‘’ნაციონალური
მოძრაობის" საარჩევნო სიაში ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება.
internet.ge