დიმიტრი
მედვედევმა ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც კითხვაზე - რას
ეტყვის ღმერთს, როცა მის წინაშე წარსდგება,
უპასუხა, რომ „როგორც მორწმუნე ადამიანი, მე მას პატიებას ვთხოვ იმის გამო, რაც
ჩავიდინე“ - განაცხადა მედვედევმა.
ინტერვიუში
ყოფილმა პრემიერმა ვლადიმერ პუტინსა და მას შორის ადგილების გაცვლის თემაზეც გააკეთა
კომენტარი და განაცხადა - „ჩვენ
აბსოლუტურად კანონიერად მოვიქეცით,
თუმცა არსებული სიტუაციით უკმაყოფილება
ნორმალურია“.
რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მედვედევი ამბობს,
რომ შეუძლია გაუგოს ამ აქციების მხოლოდ ემოციურ, თუმცა არა იურიდიულ მხარეს,
რადგან „ამ პროტესტს იურიდიული მხარე არ აქვს“.
internet.ge