საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება.
შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლშია დაგეგმილი. როგორც ცნობილია შეხვედრის შემდეგ ერთობლივი
პრესკონფერენცია გაიმართება.
დღესვე, კლინტონი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
აშშ სახელმწიფო მდივანი, საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებულ
თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება, რომელსაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს. ასევე დაგეგმილია
ოთხი ძირითადი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების,
დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ეკონომიკის, ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროში
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და ხალხთაშორისი და კულტურული თანამშრომლობის სამუშაო
შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მეორედ ეწვია, სწორედ წინა ვიზიტისას გადაწყდა, რომ ჰილარი კლინტონი შემდგომში ბათუმს ეწვეოდა.
internet.ge