ბათუმში, ამერიკის
სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა
გილაურის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა
სასტუმრო „რედისონში“ იმართება, რის შემდეგაც ჰილარი კლინტონი აშშ-საქართველოს
სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში პლენარულ სხდომას გახსნის.
როგორც
სხდომის დაწყებამდე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ
ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრის დღის წესრიგი
საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრამ განსაზღვრა, რომელიც იანვარში
შედგა.
„შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის
არის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაღრმავებული თანამშრომლობა“,-
განაცხადა ქუთელიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის თქმით კი,
ჰილარი კლინტონი შეხვედრას პრემიერ
მინისტრთან გამართავს, რის შემდეგაც ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
შეგახსენებთ,
რომ ჰილარი კლინტონი საქართველოს უკვე მეორედ, გუშინ ეწვია და ბათუმს ხვალ
დატოვებს.
Internet.ge