აშშ-ის სახელმწიფო მდივან
ჰილარი
კლინტონისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის
აუდიენცია სასტუმრო
"შერატონში" დაახლოებით 40 წუთს გასტანს. შეხვედრა 11.00 საათისთვისაა ჩანიშნული.
კლინტონს სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერი
შეხვდება. ესენია "ქრისიტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე,
"ახალი
მემარჯვენეების"
ლიდერი დავით გამყრელიძე,
"ქართული
ოცნება" - მანანა კობახიძე, თეა წულიკიანი და დავით უსუფაშვილი.
პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციური ნაწილი
შეხვედრაზე თავდაცვის, უსაფრთხოების, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში
გაწევრიანების, საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად ჩატარების საკითხებს დასვამს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ქდმ“-ს
ლიდერმა განაცხადა, აშშ საქართველოს პარტნიორად რჩება.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ, ის პოზიტიური მუხტი,
რომელსაც აშშ მუდმივად გამოსცემს საქართველოს მისამართით, მაქსიმალურად
გამოვიყენოთ“,- აღნიშნა თარგამაძემ.
„ახალი მერმარჯვენეების“ ლიდერი დავით
გამყრელიძე შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხზე ისაუბრებს.
„არჩევნების თავისუფალ ვითარებაში
ჩატარების საკითხზე ვისაუბრებთ, დავსვამთ კითხვას რა შანსები აქვს ჩიკაგოს სამიტის
შემდეგ საქართველოს, ვისაუბრებთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე “,-
განმარტა გამყრელიძემ.
„ქართული ოცვება-დემოკრატიული საქართველო“,
ჰილარი კლინტონს კოალიციის გეგმებს გააცნობს.
პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძე
აცხადებს, რომ შეხვედრაზე განიხილავენ ქვეყნის საშინაო და საგარეო ხედვას.
„ძირითადი თემა საარჩევნო გარემო იქნება“,-
განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენბთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. ჰილარი კლინტონი დღეს დილიდან ოფიციალურ
შეხვედრებს მართავს.
Internet.ge