პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი
მინაშვილის შეფასებით, საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტი მნიშვნელოვანი
გზავნილია თავად რუსეთის მიმართ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინაშვილმა განაცხადა, საქართველო და
შეერთებული შტატები ძალაინ ახლო პარტნიორები არიან და საერთო ღირებულებები
გააჩნიათ.
„ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი რეფორმების მხადაჭერისთვის და ძალიან
მნიშვნელოვანი გზავნილია თავად რუსეთის მიმართ. მთავარი საკითხები, რომელიც
განხილული იქნება ამ დღეების განმავლობაში, არის საქართველოსათვის სასიცოცხლოდ
აქტუალური საკითხები, ესენია: ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და
სხვა“,- განაცხადა მინაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი ვაშაძის
განცხადებით კი, ჰილარი კლინტონს დღეს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობენ,
მათ შორის კი იუსტიციის სახლში გატარებული ღონისძიებები იქნება.
Internet.ge