ამერიკის
შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივნის ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.
ამ წუთებში ჰილარი კლინტონი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ხვდება. დაგეგმილია საქართველო -ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემაჯამებელი შეხვედრა.
განხილვის
მთავარი თემა სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული
ყველა საკითხი იქნება, განსაკუთრებულ ყურადღებას მხარეები საპარლამენტო და საპრეზიდენტო
არჩევნებზე
გაამახვილებენ.
განიხილება
უსაფრთხოებისა
და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც.
ამერიკის
სახელმწიფო
მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც
შეხვდება.
ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ შეხვედრას 3 პოლიტიკური სუბიექტი ესწრება. „ახალი მემარჯვენეები“,
"ქრისტიან-
დემოკრატები“
და კოალიცია „ქართული ოცნება“.
საუბრის
ძირითადი თემები მომავალი არჩევნები, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი იქნება.
ამერიკის
სახელმწიფო
მდივანი ბათუმში ქართული მხარისთვის საპატრულო კატარღის გადმოცემის საზეიმო ცერემონიალსაც დაესწრება.
დღის მეორე ნახევარში კლინტონი საქართველოს პრეზიდენტს
შეხვდება. სახელმწიფო
მდივანსა და
მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში შედგება, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ
განცხადებას გააკეთბენ.
საღამოს „პიაცას“ მოედანზე გრანდიოზული
კონცერტიცაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას ქართველი ვარსკვლავები მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო
აეროპორტში
გუშინ საღამოს 22:00 საათისთვის დაეშვა.
სახელმწიფო მდივანს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი
და საქართველოს ელჩი ამერიკაში თემურ იაკობაშვილი
დახვდნენ.
ბათუმის
აეროპორტიდან
ჰილარი კლინტონი სასტუმრო „შერატონში“ გაემგზავრა.
ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი ორდღიანია.
Internet.ge