აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, მისთვის დიდი
პატივია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების მე-20 წლისთავზე სწორედ საქართველოში
იმყოფება.
როგორც დღეს, ბათუმში ყოფნისას, კლინტონმა განაცხადა, ის მოხარულია, რომ
2 წლის შემდეგ კვლავ საქართველოში იმყოფება.
„ჩემთვის დიდი პატივი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების მე-20
წლისთავზე აქ ვიმყოფები. მე ვაფასებ, რომ საქართველო ამ შეხვედრას მასპინძლობს.
როდესაც 2 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი, მაშინ გითხარით, რომ ეს ვიზიტი ბოლო
არ იქნებოდა, მოხარული ვარ რომ დავბრუნდი და მაქვს საშუალება ბათუმი მოვინახულო“,-
განაცხადა კლინტონმა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის წარმომადგენლები იმისთვის მუშაობენ, რომ
ქართველ ხალს დაეხმარონ დემოკრატიული მისწრაფებების ასრულებაში.
„ამერიკის დელეგაცია, რომელიც აქ იმყოფება წარმოადგენს ურთიერთობების
გაფართოებას. ჩვენი ერები მუშაობენ ერთად სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც აყალიბებს
ხალხის ცხოვრებას, აძლიერებს რეგიონალურ უსაფრთხოებას, ზრდის სავაჭრო და
ეკონომიკურ კავშირებს და ეხმარება ქართველ ხალს, რათა აასრულოთ დემოკრატიული
მისწარფებები. ჩვენ ვიზიარებთ ერთობლივ მიზნებსა და ინტერებს და ჩვენი ერები
იზიარებენ ერთობლივ ფასეულობებს“,- განაცხადხა კლინტონმა.
Internet.ge