ჰილარი კლინტონი: დემოკრატიის გაძლიერებისთვის საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეფასებით, ვარდების
რევოლუციის შემდეგ, საქართველომ დემოკრატიის
გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
როგორც ბათუმში ყოფნისას კლინტონმა განაცხადა, ამ კუთხით ქვეყნის
პროგრესი მთელს მსოფლიოში აღნიშნეს.
„რაც შეეხება საქართვლოს მუშაობას გააძლიეროს თავისი დემოკრატია,
ამ კუთხით თქვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით ვარდების რევოლუიციის მერე.
თქვენი პროგრესი კი, მთელს მსოფლიოში აღნიშნეს. ახლა უკვე საქართველოზეა
დამოკიდებული კონსოლიდაცია გაუკეთოს დემოკრატიულ ფასეულებებს, რადგან ეს ქვეყნის
მომავლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“,- განაცხადა კლინტონმა.
Internet.ge