კლინტონი: მომავალი არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიის გაღრმავების შესაძლებლობაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ჰილარი კლინტონმა დღეს, ბათუმში სიტყვით
გამოსვლისას ყურადღება მომავალ არჩევნებზე გაამახვილა.
როგორც კლინტონმა განაცხადა, მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა
საქართველოსთვის, რომ გააღრმავოს თავისი დემოკრატია და გააძლიეროს ლეგიტიმურობა
საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა, ქვეყნის და მსოფლიოს თვალში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნის ლიდერებს, კონკურენტუნარიანი კამპანიები
ჩაატარონ, არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი. უწყებათაშორისი ჯგუფების
შექმნა არის კარგი საფეხური, იმისათვის, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები
განიხილონ. ასევე მივესალმები პარლამენტს, რომ შექმნა მეტი სტიმული, იმისათვის,
რომ ქალები ჩაერთონ პოლიტიკაში“,- განაცხადა კლინტონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის განცხადებით, ქართველმა ხალხმა „ვარდების
რევოლუციით ისტორია შექმნა, თუმცა წინ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი.
„იმის მიუხედავად, რომ ვარდების რევოლუციით ისტორია შექმენით, უფრო
რთული სამუშაო გიწევთ მომავალში. ჩვეულებები და პრაქტიკა უნდა ჩამოაყალიბოთ, რომელიც
დემოკრატიას შეინარჩუნებს“,- განაცხადა კლინტონმა.
Internet.ge