აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით,
საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა, მათ შორის ეკონომიკურმა, საერთაშორისო
მოწონება დაიმსახურა.
ამის შესახებ განცხადება, კლინტონმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული
ქარტიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
კლინტონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, ამაყობს, რომ ამ რთულ
პერიოდში, საქართველოს პარტნიორია.
„საქართველოს რეფორმებმა, მათ შორის ეკონომიკურმა საერთაშორისო
მოწონება დაიმსახურა, გლობალური ბიზნესის თვალსაზრისით. საქართველო აგრძლებს
ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, გამჭირვალობის ასევე, კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც უფრო დიდ
ინევსტიციებში აისახება. ჩვენ გვსურს ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები მაღალ
დონეზე გადავიყვანოთ“,- განაცხადა კლინტონმა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკას სურს საქართველოს დახმარება, რათა
ქვეყანამ ეკონომიკური შესაძლებლობები, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს და გააძლიეროს.
Internet.ge