მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი კობა ხაბაზი, ოპონენტ პეტრე მამრაძეს “გარყვნილ” ადამიანს უწოდებს.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ხაბაზმა კოლეგა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მამრაძემ განაცხადა, რომ ძალაუფლება ხელისუფლებას რყვნის.
“მამრაძე მგზნებარედ გამოვიდა და განაცხადა, რომ ძალაუფლება ხელისუფლებას რყვნის. ბატონო პეტრე, რაც თავი მახსოვს, თქვენ ყოველთვის, ხელისუფლებაში იყავით და ეს თურმე, ადამიანს რყვნის, ეს გეტყობათ ბატონო პეტრე“, - მიმართა ხაბაზმა მამრაძეს.
internet.ge