GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამყრელიძემ კლინტონთან რუსეთის შესაძლო აგრესიაზე ისაუბრა
12:36 05.06.2012
დღის სიახლეები

ჰილარი კლინტონსა და ოპოზიციურ სპექტრს შორის გამართულ შერხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იყო. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაც მეტყველებს აშშ-ს ინტერესზე, თუ რა ხდება ქართულ ოპოზიციაში და რამდენად არის თანაბარი პირობები არჩევნების წინაპერიოდში. 

„ვისაუბრეთ არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე. იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ მივიღოთ მრავალპარტიული სისტემა და ეს ეხება როგორც მმართველ პარტიას, ისევე „ქართულ ოცნებასაც“, რომლის ლიდერი აცხადებს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის აღება სურს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივანთან საუბრისას მხარეებმა მედიის განვითარებაზეც ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ მედია თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა ოყოს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღარ მოხდეს ხელისუფლების მხრიდან და რეალურად ამუშავდეს უწყებათაშორისი კომისია. მქონდა საუბარი ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ შემდეგი გაფართოების სამიტამდე რა უნდა გააკეთოს საქართველომ“,- განაცხადა გამყრელიძემ და აქვე დასინა, რომ კლინტონს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ესაუბრნენ.

„ველოდებით, რომ 2014 წელს საქართველო რეალურად შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, ამიტომ რუსეთის აგრესია მოსალოდნელია“,- განმარტა „ახლების“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, ჰილარი კლინტონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ შეხვედრას 3 პოლიტიკური სუბიექტი ესწრებოდა. „ახალი მემარჯვენეები“, "ქრისტიან- დემოკრატები“ და კოალიცია „ქართული ოცნება“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ1
საგარეჯოს გამგებელი გიორგი ლოლაძე გახდა2
პოლიციელმა მოზარდს ელექტროშოკური პისტოლეტიდან ესროლა3
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს ბრალი წაუყენეს4
საქართველოს პატრიარქი პატიმრებს მოინახულებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X