Forbes: “პუტინს თანაბარი ძალის მოწინააღმდეგე გამოუჩნდა - მის წინააღმდეგ ბაზარი აღდგა“
ფინანსური
ბაზრები რუსეთს ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევის გამო სჯიან და ადასტურებენ იმას,
რომ ინვესტორები აღარ აპირებენ შეეგუონ პუტინის ბიზნესის სტილს - ამტკიცებს ჟურნალ
„ფორბსის“ მიმომხილველი ნათან ვერდი.
ის
სტატისტიკას იმოწმებს: მარტის დასაწყისში „საფონდო ბირჟის - რუსეთის სავაჭრო
სისტემის“ ინდექსი თითქმის 30%-ით დაეცა, რუბლი კი 15%-ით - აშშ დოლართან
მიმართებაში. კაპიტალის გადინებამ 2012 წლის პირველ ოთხ თვეში 42 მილიარდი დოლარი
შეადგინა.
„თვით
BP-ც მზადაა წავიდეს რუსეთიდან” - ასეთ კომენტარს
აკეთებს სტატიის ავტორი რუსეთის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან დაკავშირებით,
რომელიც რუსეთში, ნავთობის მოპოვების მოცულობის მიხედვით მესამე ადგილზეა.
“ამასთან,
ფასების ვარდნა ნავთობზე პუტინს მთავარ საყრდენს აცლის, რომელიც მას ეხმარებოდა
ცხოვრების დონის ამაღლება საკუთარ მიღწევად მიეწერა,” - წერს ნათან ვერდი.
„შეიძლება
დავინახოთ, რომ ბაზარი ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავს პუტინისადმი ნდობას. ნავთობზე ფასების
ამჟამინდელი დონე რუსეთის ბიუჯეტისთვის კატასტროფაა“ - აცხადებს ვერდთან
ინტერვიუში ერთ-ერთი ფონდის მენეჯერი, რომელიც ვინაობას არ ამხელს.
„ახლა
პუტინს თანაბარი ძალის მოწინააღმდეგე გამოუჩნდა - მის წინააღმდეგ ბაზარი აღდგა“ -
წერს „ფორბსი“.
internet.ge