ახვლედიანი უმრავლესობას მოუწოდებს, დევნილების პრობლემებზე მთავრობას პასუხი მოსთხოვოს
„ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო უმრავლესობას
მოუწოდებენ დევნილების პრობლემებზე, მთავრობას პასუხი მოსთხოვონ.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ზღაპარია, რომ თითქოს ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივებს იზიარებს ან ითვალისწინებს.
მისი თქმით, უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი დევნილთა იმ დასახლებებში, რომლებითაც ხელისუფლება ასე ამაყობს.
„სტრატეგიაში წერია, რომ დევნილებს როგორც კი ახლად აშენებულ სახლებში შეასახლებენ, მათ მაშინვე ფართები უნდა დაუკანონონ, თუმცა ამაზე საუბარი ორი წელია მიმდინარეობს და დევნილების უამრავ დასახლებაში, დაკანონების პროცესი არ ხდება. მხოლოდ ორ-სამ თვეში ერთხელ, რამდენიმე
ოჯახს მინისტრი დაკანონების საბუთს გადასცემს. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა საჭირო, ამბრაზურასავით ნუ გადაეფარებით“,
– მიმართა ახვლედიანმა უმრავლესობას.
Internet.ge