წერეთელი: მივესალმებით, თუ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას აშშ-ში ჩასვლა გაუადვილდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის,
გიგი წერეთელის შეფასებით,
ხელისუფლება მიესალმება, თუ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას აშშ-ში ჩასვლა გაუადვილდება.
როგორც ჟურნალისტებს ამერიკის
სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებასთან დაკავშირებით, წერეთელმა
განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მათი იზოლაცია, უფლებების შელახვა და დისკრიმინაცია არ მოხდეს.
„ვფიქრობ, ეს განცხადება სწორედ ამ კუთხით იყო გაკეთებული. აშშ მხარს უჭერს ჩვენს სტრატეგიას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ამ ადამიანებს განვითარების საშუალება მიეცეთ. რა თქმა უნდა, ეს უფრო თავისუფალ გადაადგილებასაც გულისხმობს. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ე.წ. ნეიტრალური პასპორტები მოამზადა და მათთვის თავისუფლად გადაადგილების გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლება მოხარული იქნება, თუ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ძალიან ბევრ პროცესში იქნებიან ჩართულები, მათ შორის უცხოეთში გამგზავრება შეეძლებათ. აქ საუბარი სეპარატისტებზე არ არის, არამედ იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის და მათი სამოქალაქო უფლებების განხორციელებისთვის დამატებითი ელემენტები არსებობდეს“, – დასძინა მან.
ჰილარი
კლინტონის განცხადებით, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას აშშ-ში ჩასვლა გაუადვილდება.
Internet.ge